

ქალაქს ყოველთვის აქვს თავისი გასტრონომია, რომელიც არცერთ რეგიონს არ ეკუთვნის! აზიისა და ევროპის კულტურათა გზაგასაყარზე, სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულმა თბილისმა, თვითონ შექმნა ქალაქური გასტრონომიული ტრადიცია, რომელიც არ ჰგავს არავისას. თბილისში ხელახლა დაიბადა აჯაფსანდალი, „თბილისური ოსტრი“, ცოცხალი, „თბილისური ხაში“, ჩახოხბილი, ქალაქური ხინკალი... მაგრამ ერთი რამ მუდამ განსაკუთრებული ჰქონდა, - ყველა რეგიონის თუ სხვა ქვეყნის კერძს თავისებურ თბილისქალაქურ პეწს და გემოს მატებდა. ეს გემოების თაიგულები, თბილისური მენტალიტეტის ეგზოტიკა, ყოველთვის თბილისურ დუქნებსა და მის სავაჭრო რიგებში აისახებოდა - ბამბის რიგი, რკინის რიგი, ბნელი რიგი.. დუქანი კი ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა თბილისის ისტორიაში, არამარტო თავისი შინაარსით, არამედ დამოკიდებულებით. დღეს კი, ეს ყველაფერი, ახალი სიცოცხლის სახეს იღებს და ვორონცოვის მოედანზე, იქ, სადაც ნიკალა მტკვრის ტივებიან ნაპირებს ხატავდა, ახლა თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ გაგიღებთ კარს. თბილისური ნატიფობის შეგრძნებითვის, განტვირთვისთვის, გემრიელად კვებისა და ხალასი ურთიერთობებისთვის რიგს უნდა ესტუმროთ.
პოზიციის მიზანი: სერვისის ცვლის უფროსის მთავარი მიზანია უზრუნველყოს კონკრეტული ცვლის განმავლობაში სერვისის მაღალი სტანდარტების დაცვა, გუნდის წევრებისთვის ადგილზე მხარდაჭერა და სუპერვაიზერის დახმარება ყოველდღიურ ოპერაციებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სტუმართმოყვარეობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია უფროსი სპეციალისტის ან გუნდის ლიდერის პოზიციაზე).
მაღალ დონეზე განვითარებული საკომუნიკაციო და პრობლემების გადაჭრის უნარები.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და სერვისის სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა.
გუნდისთვის მაგალითის მიცემის და მოტივირების უნარი.
სტუმართმოყვარეობის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
განაცხადის ვადა ამოიწურა
Deadline: 11/23/2025
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ცვლის განმავლობაში სერვისის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და უზრუნველყოფა.
ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში დახმარება და მათთვის მენტორობის გაწევა.
თანამშრომლებისთვის ყოველდღიური მხარდაჭერა და სამუშაო პროცესში წამოჭრილი საკითხების დროული მოგვარება.
სერვისის ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება და სუპერვაიზერისთვის მიწოდება.
თანამშრომლების მუშაობაზე დაკვირვება და სუპერვაიზერისთვის უკუკავშირის მიწოდება (შეფასების პროცესში მონაწილეობისთვის).
პოზიტიური და პროდუქტიული სამუშაო ატმოსფეროს შენარჩუნება ცვლის განმავლობაში.
სუპერვაიზერის დახმარება ადმინისტრაციულ და საოპერაციო ამოცანებში.
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
განაცხადის ვადა ამოიწურა
This position is no longer accepting applications.
ეს პოზიცია აღარ იღებს განაცხადებს.
Deadline Ended
ვადა ამოიწურა