

პური გულიანი ექსპრესი არის პური გულიანის ექსპრეს მიმართულება, რომელიც გვთავაზობს პური გულიანის ყველასათვის საყვარელ კერძებს, როგორიც არის აჭარული ხაჭაპური, ჩვენი ქათმის სალათი, ფერადი პომიდვრის სალათი, თქვენი საყვარელი დესერტები და რა თქმა უნდა პონჩიკები. „პური გულიანი ექსპრესი“ სტუმარს მყუდრო და ესთეტურ გარემოსთან ერთად სთავაზობს თან წასაღები საუზმეულის, ლანჩისა და დესერტების ფართო არჩევანს და უგემრიელეს ყავას, რომლის მარცვლებიც სპეციალურად ჩვენთვის იხალება.
ძირითადი მოვალეობები:
ცხელი და ცივი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით.
ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა.
სასმლისთვის საჭირო ინგრედიენტების გამზადება („მიზანპლასი“).
პროდუქტის მიღება, განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად.
სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა.
გამართული და დახვეწილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო ეთიკის დაცვა.
გუნდური მუშაობის უნარი.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ლოიალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
უფასო კვებას.
კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენი კომპანიის ყველა ობიექტზე.
ტაქსის მომსახურებას (23:00 საათის შემდეგ).
მრავალფეროვან კორპორატიულ ღონისძიებებს.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
Deadline Ended
ვადა ამოიწურა