

„პური გულიანი“ - ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ და ძვირფას ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ. სწორედ ასე ეწოდება ჩვენს სახაბაზოსაც, სადაც ისტორია ცოცხლდება, ცხობის ქართულ ტრადიციებს განვითარების უწყვეტი ხაზი ემატება და ყოველდღიურად მზადდება ქართული კერძების, გულსართიანი პურეულისა და დესერტების თანამედროვე ვარიაციები. პური გულიანი ქართული გულსართიანების კონცეფციის გაგრძელებაა, უწყვეტი ისტორია, რომელიც თანამედროვე ყოფაში ახალ ფორმასა და დატვირთვას იძენს, მაგრამ არ კარგავს მთავარს - ყველაზე საკრალურ ცომის გუნდაში დამალოს ძველი შინაარსი თუ ახალი აღმოჩენა.
სერვისის სუპერვაიზერის მთავარი მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, უხელმძღვანელოს გუნდის ყოველდღიურ ოპერაციებს და ხელი შეუწყოს სერვისის მუდმივი გაუმჯობესების კულტურას.
მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმართმასპინძლობის ან მომსახურების სფეროში, მენეჯერულ ან სუპერვაიზერის პოზიციაზე.
მენტორის ან ტრენერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მაღალ დონეზე განვითარებული კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი.
სტანდარტული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
განაცხადის ვადა ამოიწურა
Deadline: 11/11/2025
ახალი თანამშრომლების ონბორდინგის (ადაპტაციის) პროცესში მონაწილეობა და მათთვის სტანდარტების გაცნობა.
მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია.
თანამშრომლების მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა.
გუნდის წევრებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და მათი პროგრესის მონიტორინგი.
თანამშრომელთა მუშაობაზე დაკვირვება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება.
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამშრომელთა მუშაობის შეფასებაში მონაწილეობა.
მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და პოზიტიური გუნდური კულტურის გაძლიერება.
გუნდში კომპანიის ღირებულებებისა და მომსახურების ხედვის პოპულარიზაცია.
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
განაცხადის ვადა ამოიწურა
This position is no longer accepting applications.
ეს პოზიცია აღარ იღებს განაცხადებს.
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა
Deadline Ended
ვადა ამოიწურა