
ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი). კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.
GMT/HOSPITALITY ეძებს გუნდის ახალ წევრს: ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გუნდური მუშაობის პრინციპების მცოდნე ცვლის უფროსს.
პოზიციის მიზანი: ცვლის უფროსის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს კონკრეტული ცვლის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობა, გაუწიოს კოორდინაცია გუნდის წევრებს და შეინარჩუნოს მომსახურების დადგენილი მაღალი სტანდარტი.
მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის ან მომსახურების სფეროში.
უფროსი სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარები.
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
განაცხადის ვადა ამოიწურა
Deadline: 11/16/2024
ცვლის დაწყებამდე ობიექტის სრული მზაობის უზრუნველყოფა და სამუშაო პროცესების დაგეგმვა.
ცვლის განმავლობაში მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
ცვლის თანამშრომლებს შორის ამოცანების გადანაწილება და მათი შესრულების კოორდინაცია.
ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილზე დახმარების გაწევა და სწორ მიმართულებაზე ორიენტირება.
გუნდში პოზიტიური და კოლეგიალური ატმოსფეროს შენარჩუნება.
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
განაცხადის ვადა ამოიწურა
This position is no longer accepting applications.
ეს პოზიცია აღარ იღებს განაცხადებს.