
ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. მას შემდეგ, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი, ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით (თანაავტორი ა.ვალაბუევი). კომპლექსი გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე "ფუნიკულიორს". თითოეული სივრცე კონცეფციურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.
ძირითადი მოვალეობები:
დახმარება საკონდიტრო ნაწარმის შექმნაში, რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური რუქების დაცვით.
პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება.
ნახევარფაბრიკატების მომზადება და მათი სწორი მარკირება.
სამუშაო ადგილის სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
FIFO-ს პრინციპების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
გუნდური მუშაობის უნარი.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
სწავლისა და განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
უფასო კვებას.
კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენი კომპანიის ყველა ობიექტზე.
ტრანსპორტირებას (23:00 საათის შემდეგ).
მრავალფეროვან კორპორატიულ ღონისძიებებს.
Discover other exciting positions that match your skills and career aspirations
Please provide the following materials to apply
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მისი თანამშრომლები ქმნიან. ჩვენი კულტურა ეფუძნება ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და მომავლის ხედვას. ხარისხი, რომელიც სტანდარტებს ქმნის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ მიზანი კი არა, მუშაობის სტილია. ჩვენ გაძლევთ ყველა საჭირო რესურსს იმისთვის, რომ შეასრულოთ სამუშაო უმაღლეს დონეზე და შექმნათ სერვისი, რომლითაც იამაყებთ. აქ კომპრომისები არ არსებობს, როცა საქმე საუკეთესო შედეგს ეხება. მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, როგორც ჩვენი სიძლიერე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა თანამშრომლის უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა და იდეა ფასდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი გუნდით და გარანტიას ვიძლევით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება ზრდისა და განვითარებისთვის. გარემო, რომელიც შთააგონებს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ვქმნით პოზიტიურ და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაშიც თითოეულ თანამშრომელს თავისი წვლილი შეაქვს. ინოვაცია, როგორც მუდმივი პროცესი. ჩვენ არ გვეშინია ცვლილებების და მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თქვენ გექნებათ შემოქმედებითი თავისუფლება, დანერგოთ ინოვაციური მიდგომები, გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და გახდეთ იმ პროგრესის ნაწილი, რომელიც წინ გვიძღვება. შემოგვიერთდით, თუ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და მზად ხართ, გახდეთ გამორჩეული გუნდის წევრი!
Deadline Ended
ვადა ამოიწურა