




MAVEN-ი თქვენთვის იქნება არა მხოლოდ მომსახურების მომწოდებელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც. რა არის MAVEN - ის უპირატესობა: ინდივიდუალური მიდგომა: ვაცნობიერებთ, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია. ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ იდეებს. მრავალმხრივი ექსპერტიზა: ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, დაწყებული ბუღალტერიით და ფინანსური მენეჯმენტით, დამთავრებული იურიდიული კონსულტაციებითა და ბიზნესის გაციფრულებით. მდიდარი გამოცდილება: მრავალი წელია, სხვადასხვა დონისა და ინდუსტრიის კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, ამან კი კვლევისა და უნიკალური ხედვის უნარი განგვივითარა. უწყვეტი მხარდაჭერა: ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება არა მხოლოდ კონკრეტული პროექტის განმავლობაში, არამედ თქვენი ბიზნესის ზრდის ყველა ეტაპზე. გამჭვირვალობა და ეთიკა: ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს. ცოდნის გაზიარება: რეგულარულად ვატარებთ სემინარებსა და ვორქშოფებს, რათა თქვენი ბიზნესის უკეთ მართვაში დაგეხმაროთ. ტექნოლოგიური ინოვაცია: ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და ERP სისტემებს, რაც თქვენი ბიზნესის ეფექტურად განვითარებას განაპირობებს. ACCA კვალიფიკაცია: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ACCA (Association of Chartered Certified Accountants) კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით. ეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურების უმაღლეს ხარისხსა და შესაბამისობას გლობალურ პრაქტიკასთან. პასუხისმგებლობის დაზღვევა: ჩვენი მომსახურება დაზღვეულია, რაც იმას გულისხმობს, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენი მიზეზით გამოწვეულ საგადასახადო ან სხვა ფინანსურ ზარალზე. MAVEN-ი არის საიმედო პარტნიორი, რომელიც მზადაა, დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
შპს "MAVEN" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
შპს MAVEN წარმოადგენს აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მოქმედ მზარდ ქართულ ბრენდს, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ერთ მიზანს – დავეხმაროთ კომპანიებს თავიანთი ბიზნესპოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში. MAVEN-ის კლიენტთა პორტფელი მოიცავს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც ვაწვდით ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და რეპორტინგის მომსახურებებს.
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ოპერირებს წარმოების, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურ მუშაობასა და მუდმივ განვითარებას.
პოზიციის შესახებ: ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ მთავარ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი კომპანიის ფინანსური ოპერაციების გამართულად წარმოებაზე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისობაში ყოფნაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტული სახელფასო პაკეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
კარიერული ზრდის პერსპექტივა
ბონუსები (შედეგების მიხედვით)
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კომპანიის ზრდაში. თუ თქვენ გაქვთ ფინანსურ სექტორში გაყიდვების გამოცდილება და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ მზარდი აუთსორსინგული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. ჩვენ ვთავაზობთ ფართო სპექტრის ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას კორპორატიული კლიენტებისთვის. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს დინამიურ გარემოში განვითარებას და პროფესიულ ზრდას.
პოზიციის შესახებ: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი პასუხისმგებელია ახალი კლიენტების მოზიდვაზე, არსებული კლიენტების შენარჩუნებასა და გაყიდვების გეგმის შესრულებაზე. თქვენ მოგიწევთ კლიენტების საჭიროებების საფუძვლიანი ანალიზი და მათთვის შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება. ასევე, მნიშვნელოვანია ბაზრის ტენდენციების ცოდნა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
ჩვენ გთავაზობთ :
კონკურენტული ხელფასი და ბონუსების სისტემა
კარიერული ზრდის შესაძლებლობები
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო